გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში მათემატიკური შეჯიბრი ჩატარდა
08-05-2019
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლის ზოია სუხორუკოვას ხელმძღვანელობით, „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“ (მანსანკანი) ფარგლებში მათემატიკური შეჯიბრი ჩატარდა.
შეჯიბრში მე-8, მე-9, მე-10 და მე-12 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეები ორ გუნდს - „ადამიანი X” და „წარმატების ფორმულა“ წარმოადგენდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მონაწილეებმა უპასუხეს ბევრ საინტერესო შეკითხვას და ამოხსნეს ლოგიკური მათემატიკური ამოცანები, მათ მხურვალედ გულშემატკივრობდნენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. ჟიურის გადაწყვეტილებით გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი - “წარმატების ფორმულა“. შეჯიბრმა ხალისიანად ჩაიარა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს