„მაგალითის ძალა“ - უდაბნოს საჯარო სკოლის მე-9 კლასელთა საინტერესო აქტივობებით გაჯარებული, ქართული ენისა და ლიტერატურის საჩვენებელი გაკვეთილი 
22-10-2026

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებსა და მრავალფეროვან აქტივობებს მიმართავენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება.

აღსანიშნავია, მე-9 კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარებული საჩვენებელი გაკვეთილი თემაზე -„მაგალითის ძალა“.

სასწავლო პროცესს მასწავლებელი როზა თავაძე ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეებმა ისაუბრეს ორი დედოფლის-შუშანიკისა და ქეთევანის-შესახებ. წარმოადგინეს პრეზენტაციები თემის ირგვლივ, მიმოიხილეს დედოფალთა მოღვაწეობის ეპოქები.

მნიშვნელოვანი იყო დამსწრეთა ჩართულობა, რამაც გაკვეთილი უფრო საინტერესო გახადა.

გაკვეთილს ესწრებოდნენ დირექციისა და ენების კათედრის წარმომადგენლები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203