
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლის დირექტორ ნათელა კიკაბიძისთვის სასწავლო წელი მოსწავლეებისთვის სკოლის მიზნების გაცნობით იწყება და მათი მოტივაციის ამაღლებით გრძელდება.
სკოლის ხელმძღვანელის თქმით, იმისთვის რომ გაკვეთილი იყოს წარმატებული მოსწავლეები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული აქტივობებში, მათი ინტერესის გასაღვივებლად კი მნიშვნელოვანია პრაქტიკული სამუშაობის გამოყენება.
დირექტორი მოსწავლეებს ცოდნის რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირებას ასწავლის და ყველაფერს აკეთებს, რომ მათ სწავლა ნამდვილ სიხარულად უქციოს.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს გეზათის საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა კიკაბიძე პასუხობს.
- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- მოსწავლეებისათვის სკოლის მიზნების გაცნობა.
- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...
- იგეგმება პირველ რიგში აქტივობა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციას და ახალი გაკვეთილის ათვისებას.
- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...
- როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან აქტივობებში ჩართული.
- ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...
- მოსწავლეთა გამოწვევებით.
- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...
- პრაქტიკულ სამუშაოებს და ვიხსნი თემის პრაქტიკაში გამოყენებას.
- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...
- უხარიათ, როდესაც ქმნიან წყვილებში/ჯგუფებში რესურსს.
- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...
- ხედავენ თავიანთი მუშაობის შედეგს.