სკოლა „ჰელიოსის“ IX კლასის მოსწავლეებმა კახეთში შემეცნებითი მოგზაურობა მოაწყვეს
18-08-2026
 

სკოლა „ჰელიოსის“ IX კლასის მოსწავლეებმა საქართველოს ისტორიისა და კულტურის უკეთ გასაცნობად კახეთში შემეცნებითი მოგზაურობა მოაწყვეს.

მოსწავლეებმა გრემი და ყვარელში მდებარე ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი მოინახულეს.

გრემში ისინი კახეთის სამეფოს ისტორიასა და უნიკალურ არქიტექტურულ კომპლექსს გაეცნენ. ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში კი, მოსწავლეებმა დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის პირადი ნივთები და ხელნაწერები დაათვალიერეს და კიდევ ერთხელ გაიაზრეს მისი მნიშვნელოვანი როლი ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბებაში.

მოგზაურობა მოსწავლეებისთვის საინტერესო და შთამბეჭდავ გამოცდილებად იქცა. ვიზიტმა მათ შესაძლებლობა მისცა, საკლასო ოთახში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებასთან დაეკავშირებინათ და საქართველოს ისტორიისა და კულტურის მნიშვნელოვანი ეპიზოდები უშუალოდ ადგილზე გაცნობოდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203