სკოლა „ჰელიოსის“ მე-3 კლასელებმა სასწავლო წელი საგარეჯოში, შემეცნებითი ექსკურსიით შეაჯამეს
05-08-2026

სკოლა „ჰელიოსის“ მესამე კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი შემეცნებითი და დაუვიწყარი ექსკურსიით დაასრულეს.

ერთდღიანმა მოგზაურობამ ბავშვებს ახალი ცოდნის, საინტერესო აღმოჩენებისა და დაუვიწყარი გამოცდილების შესაძლებლობა მისცა. ექსკურსიის ფარგლებში მოსწავლეებმა ნინოწმინდის ისტორიული კომპლექსი და ჩაილურის ციხე მოინახულეს, სადაც რეგიონის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას გაეცნენ და ქვეყნის წარსულის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს.

დღე კაკაბეთის მარანში გაგრძელდა, სადაც ბავშვებმა თათარა მოადუღეს, ჩურჩხელები ამოავლეს და ხინკალი მოახვიეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დღე თბილი ნოტით დასრულდა: მოსწავლეებმა მესამე კლასის დასრულების საზეიმო სერტიფიკატები და დამრიგებლისგან გულსაბნევები მიიღეს.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203