სკოლა „ჰელიოსის“ VII კლასის მოსწავლეებმა კახეთის ისტორიულ-კულტურული ძეგლები მოინახულეს
22-07-2026

სკოლა „ჰელიოსის“ VII კლასის მოსწავლეებმა შემეცნებითი ექსკურსიის ფარგლებში კახეთის რამდენიმე მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული ძეგლი დაათვალიერეს.

მოსწავლეები ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს, ალავერდის ტაძარსა და გრემის ისტორიულ კომპლექსს ესტუმრნენ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, შემეცნებითი მოგზაურობა სასწავლო პროცესის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა - სწავლა, დასვენება და მეგობრული ურთიერთობები გააერთიანა. 

„როცა სწავლა და დასვენება ერთმანეთს ერწყმის“ - ასე აფასებენ სკოლაში ექსკურსიას და დასძენენ, რომ ექსკურსიამ მოსწავლეებს ახალი, საინტერესო ინფორმაციის მიღებისა და ცოდნის გაფართოების შესაძლებლობა მისცა.
 
„ეს იყო დღე, სადაც დასვენება, მეგობრობა და სწავლა ერთმანეთს შეერწყა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 
 
იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203