ცოცხალი ისტორიის გაკვეთილი - სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეები ანანურის ციხეს სტუმრობდნენ
21-07-2026

სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო. 

სკოლის მოსწავლეები ანანურის ისტორიულ ციხესიმაგრეს ესტუმრნენ. მათ დიდი ინტერესით მოისმინეს მასწავლებლის მონათხრობი ანანურის ციხის წარსულზე, მის ისტორიულ მნიშვნელობასა და ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობაში განსაკუთრებულ როლზე, საკუთარი თვალით იხილეს საქართველოს ისტორიის ქრონიკები.

ექსკურსიამ მოსწავლეებს საშუალება მისცა საკუთარი თვალით ენახათ ისტორიული ძეგლი და უკეთ აღექვათ საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენები.

„ისტორიის სწავლა მხოლოდ სახელმძღვანელოებით არ შემოიფარგლება“, - აღნიშნავენ სკოლაში და ცოცხალი ისტორიის გაკვეთილის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203