
სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
IIბ კლასელები მეცნიერების სამყაროს „ექსპერიმენტორიუმში“ გაეცნენ.
IIბ კლასის მოსწავლეები სახალისო მეცნიერებათა მუზეუმში დაესწრნენ ღონისძიებას, სადაც მეცნიერებასა და ფიზიკის კანონების შესახებ ცოდნა თამაშითა და ექსპერიმენტებით მიიღეს.
ბავშვებმა სხვადასხვა საინტერესო ექსპონატი დაათვალიერეს, თავად ჩაერთნენ ცდებში და არაერთი საინტერესო აღმოჩენაც გააკეთეს.
„თბილი გარემო, საინტერესო ექსპონატები, რომლებთან შეხებაც თავად შეეძლოთ და სიმბოლური სერტიფიკატები ბავშვებს დიდი ხნით დაამახსოვრდებათ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: