გეზათის საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებით დაგვირგვინდა
19-06-2026

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებით დასრულდა. 

ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის - რამინ კორძახიას ხელმძღვანელობით, ჩატარდა სპორტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ მე-2-მე-10 კლასების მოსწავლეები, კლასის დამრიგებლები და მშობლები.

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ. მოეწყო შემდეგი სპორტული აქტივობები: დაბრკოლებების გადალახვა, დგარებზე გვერდის ავლა, ფარში ტყორცნა (II -VI კლასები), ბაგირის გადაზიდვა (VII, VIII, IX კლასები) ფეხბურთი და ფრენბურთი (VII, VIII, IX,  X).

ბაგირის გადაზიდვასა და კალათში ბურთის ტყორცნაში ჩართული იყვნენ  VII -X კლასის მოსწავლეები. ფრენბურთსა და ფეხბურთში შეჯიბრი VII-X კლასის მოსწავლეებს შორის მოეწყო.

ღონისძიება ჩატარდა საინტერესოდ და ხალისიანად. მოსწავლეებმა გამოავლინეს სპორტისათვის საჭირო უნარ-ჩვევები. გამარჯვებულ გუნდებს დირექციამ გადაეცა თასები და მედლები.

ასევე სკოლაში ჩატარდა საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელშიც ჩართული იყვნენ  II-VIII  კლასის მოსწავლეები, გამოვლინდა გამარჯვებულები. ორგანიზატორი გახდათ ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი რამინ კორძახია.

ღონისძიებამ დაიმსახურა სასკოლო საზოგადოების მაღალი შეფასება.

12 ივნისს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელმა, რამინ კორძახიამ II, III, IV, VI, VII,VIII,  IX კლასის მოსწავლეებს შორის ჩაატარა ოლიმპიადა ჭადრაკში. მოსწავლეებმა გამოავლინეს ჭადრაკის მაღალი ცოდნა.

პოემა „ვეფხისტყაოსნის“ პოპულარიზაციის მიზნით, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ლოლა ქურასბედიანმა VI კლასში ჩაატარა ღონისძიება - „ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს“. მოსწავლეებმა ზეპირად წარმოთქვეს ნაწყვეტები „ვეფხისტყაოსნიდან“, ასევე წაიკითხეს პოემა „ვეფხისტყაოსნიდან “ სხვადასხვა ეპიზოდები, წარმოადგინეს შოთა რუსთაველის აფორიზმები.

ღონისძიებას განსაკუთრებით ამშვენებდა სათანადოდ გაფორმებული ინტერიერი „პოემა ვეფხისტყაოსნის“ სხვადასხვა წლის გამოცემები და ნახატები.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა - ლიზი გიგინეიშვილმა, დანიელ ქოიავამ, გიორგი თუთბერიძემ, ნიკა ნიკოლაიშვილმა, მარიამ გოგავამ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდეს  საინტერესო ინფორმაციები პოემის ავტორისა და გადამწერების შესახებ, რომელიც დაკავშირებული იყო თამარ მეფის ეპოქასთან.

ინფორმაცია მოამზადეს მაწავლებლებმა ზაირა რევაზიშვილმა და ქეთევან ვეკუამ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203