უდაბნოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-4 კლასის წარმატებით დასრულება საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს
16-06-2026

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა დაწყებითი საფეხურის ოთხი წელიწადი ლამაზი ღონისძიებით შეაჯამეს. 

12 ივნისს, უდაბნოს საჯარო სკოლაში, დამრიგებლის ნათია ფიცხელაურის ორგანიზებით, მეოთხე კლასის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობდნენ მოსწავლეთა მშობლები. მათ საგანგებოდ მოაწყვეს სააქტო დარბაზი, ღონისძიების გადასაღებად მოიწვიეს ფოტო და ვიდეო ოპერატორები. მოსწავლეებს ეცვათ სპეციალურად შექმნილი სამოსი.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ და წარმატებით წარმოაჩინეს, თუ რამდენი რამ ისწავლეს ამ ოთხი წლის განმავლობაში. 

მე-4 კლასელებმა მხატრულად წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და საცეკვაო ნომრებიც შთამბეჭდავად შეასრულეს.

მეტად სახალისო იყო ღონისძიებაში მონაწილე მშობლების დედაენაზე დადებული ფიცი. მათ საჯაროდ სხვადასხვა დაპირება გააჟღერეს და ბავშვებს სიმღერაც მიუძღვნეს. 

დამრიგებელიც აქტიურად იყო ჩართული შემოქმედებით ნომრებში. 

დამრიგებელმა ბავშვებს მე-4 კლასის წარმატებით დასრულება მიულოცა და მადლობა გადაუხადა ყველა მასწავლებელს, ვინც ბავშვები დააფრთიანა

დამრიგებელმა მოსწავლეებს კლასის წარჩინებით დასრულებისთვის სერტიფიკატებიც გადასცა. 

დამრიგებელმა სპეციალური ჯილდო მიიღო მშობლებისაგან და აგრეთვე დირექტორისგან დაუღალავი შრომისათვის.

ღონისძიება ფოიერვერკის გაშვებით დასრულდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203