
სასწავლო წლის მიწურულს აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლაში, ბიბლიოთეკარის- ირმა ჯიბლაძის ორგანიზებით, მოსწავლეთა მე-10 სასწავლო- შემოქმედებითი კონფერენცია ჩატარდა.
კონფერენცია მიზნად ისახავდა მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას, დამოუკიდებელი მუშაობის, კვლევითი და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
კონფერენციას უძღვებოდა საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის თავმჯდომარე მაია ხომერიკი.
კონფერენციის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემები:
„ციფრული ეპოქა, ციფრული ეკრანი და თეთრი ღამე- ციფრული ეპოქის უხილავი საფრთხე“ მომხსენებელი X კლასის მოსწავლე მარიამ გეგეშიძე. აღნიშნულმა თემამ 79-სასწავლო-კვლევითი კონფერენციის ბიოლოგიის სექციაში I - ადგილი დაიკავა. (ხელმძღვანელი: ბიოლოგიის მასწავლებელი ნათია მელია);
„წიგნი თუ კომპიუტერი, საფრთხე და გამოწვევები“ - მომხსენებელი მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ შუბლაძე. (ხელმძღვანელი: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქეთევან ვეკუა);
„სილამაზე ღმერთის საჩუქარი თუ ცოდვა“- მომხსენებელი მე-8 კლასის მოსწავლე ელენე ქოიავა. (ხელმძღვანელი: პედაგოგი ქეთევან ვეკუა);
„მიუწვდომელ წერტილამდე მანძილის განსაზღვრა“- მომხსენებელი მე-9 კლასის მოსწავლე საბა ფირცხალავა და მე-10 კლასის მოსწავლე ქრისტინე პაპავა. (ხელმძღვანელი მათემატიკის მასწავლებელი იზაბელა გაბუნია);
„მაგიური კოქტეილი მცენარეებისთვის“ - მომხსენებლები: მე-10 კლასის მოსწავლეები - ნინო გეგეშიძე და ნონა გოგავა. (ხელმძღვანელი ქიმიის მასწავლებელი ნანა ძაძამია);
„ხელოვნური თანამგზავრები და მათი გამოყენება“ -მომხსენებლები: მე-9 კლასის მოსწავლეები - ბექა გიგინეიშვილი და გიორგი ჯიბლაძე. ( ხელმძღვანელი ფიზიკის მასწავლებელი ნათელა კიკაბიძე);
„სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია საქართველოში“ -მომხსენებელი მე-10 კლასის მოსწავლე ანი გაბუნია. (ხელმძღვანელი: ისტორიის მასწავლებელი მაია ხომერიკი);
„ედგარ ალან პოს „ანაბელ ლი“ თარგმანი - მომხსენებელი: მე-7 კლასის მოსწავლე სოფია გეგეშიძე. (ხელმძღვანელი: ინგლისური ენის მასწავლებელი ლიკა გაბელაია).
„ერკეთის დედათა მონასტერი -სამოთხე დედამიწაზე“ - მომხსენებელი: მე-9 კლასის მოსწავლე მარიამ შუბლაძე.
„სიზმრისა და რეალობის საზღვრის მოშლა მაქს ერნსტის შემოქმედებაში“ - მომხსენებელი: მე-9 კლასის მოსწავლე ლუკა ბარნაბიშვილი. (ხელმძღვანელი : სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი სოფიო ჯიბლაძე)
კონფერენციის დასასრულს სკოლის დირექტორმა ნათელა კიკაბიძემ მონაწილე მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვა.
იხილეთ ფოტოები: