
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა პროექტი - „მეგობარი გვირჩევს“, რომელიც მეტად საინტერესოდ წარიმართა.
სასწავლო წლის მიწურულს კი პროექტის დასკვნითი აქტივობა ჩატარდა.
მე-8 კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთ საყვარელ ნაწარმოებებზე, ურჩიეს თანატოლებს,თუ რატომ უნდა წაიკითხონ აღნიშნული წიგნები.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის მასწავლებლები, ენის კათედრის წევრები, დირექციის წარმომადგენლები.
აზრი გამოთქვეს დამსწრე მასწავლებლებმა და მადლობა გადაუხადეს მონაწილეებს საინტერესო პრეზენტაციებისათვის.
ღონისძიების ბოლოს მონაწილეები დირექციამ სიგელებით დააჯილდოვა.
იხილეთ ფოტოები: