
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანამანთლებლო-შემოქმედებითი ღონისძიებებით.
ახლახან, სკოლაში, გაიმართა ინგლისურ ენის კალიგრაფიის კონკურსი, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში ლამაზი ხელწერის, სიზუსტის, აკურატულობისა და ინგლისურ ენაზე წერის უნარების განვითარება.
მონაწილეებმა დიდი მონდომებით შეასრულეს დავალებები და წარმოაჩინეს თავიანთი ცოდნა, პასუხისმგებლობა და შემოქმედებითი შესაძლებლობები.
გამოვლინდნენ პიველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მოსწავლეები.
სკოლაში მოსწავლეთა მონდომება და შემოქმედებითობა ახარებთ, გამარჯვებულებს კი წარმატებას ულოცავენ.
„ვულოცავთ მათ და ვუსურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას სწავლასა და სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობაში! მადლობა საინტერესო აქტივობისათვის მასწავლებლებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: