ერთ პრეზენტაციაში თავმოყრილი უდაბნოს საჯარო სკოლის მრავალწლიანი ისტორია - იდეათეკაში საინტერეოს შეხვედრა გაიმართა
03-06-2026

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის სკოლის იდეათეკაში საგანმანათლებლო და შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა. 

სასწავლო ნაწილის გამგემ დალი ჩიკაძემ საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის, მოაწყო პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა უდაბნოს საჯარო სკოლის ისტორიას. 

პრეზენტაციაში ასახული იყო სასწავლებლის დაარსების ისტორია, მისი განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპები, სხვადასხვა პერიოდში განხორციელებული ცვლილებები, მიღწევები და ის ადამიანები, რომლებმაც სკოლის წინსვლაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.

პრეზენტაციას განხილვა მოჰყვა, მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, გაეცნენ საინტერესო ისტორიულ ფაქტებსა და მოვლენებს, რომლებმაც სკოლის მრავალწლიანი ისტორია შექმნა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203