გორელოვკის N1 სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შემოქმედებითი გაკვეთილი მიეძღვნა 
01-06-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ქვეყნის სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას ასწავლიან. 

რაღა თქმა უნდა, სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. 

ქართული ენის მასწავლებლის - ლია გოგოლაძის ხელმძღვანელობით, ამ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო დღესასწაულთან დაკავშირებული პატრიოტული ღონისძიება მოეწყო. მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეებმა განსაკუთრებული, შემოქმედებითი გაკვეთილი წარადგინეს.

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება, ქვეყნის ისტორიისა და კულტურისადმი ინტერესის გაღრმავება და ქართული ენის ცოდნის სრულყოფა.

მოსწავლეებმა დიდი მონდომებითა და სიამაყით წაიკითხეს პატრიოტული ლექსები და შეასრულეს თბილი სიმღერები. განსაკუთრებით სასიხარულო და საამაყო იყო იმის ნახვა, თუ რაოდენ დიდი პატივისცემითა და სუფთა მეტყველებით საუბრობდნენ ბავშვები ქართულ ენაზე.

ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას სკოლის პედაგოგები და ადმინისტრაციაც ესწრებოდნენ. სტუმრებმა დიდი სიხარულით გაიზიარეს ეს დღესასწაული და მაღალი შეფასება მისცეს მოსწავლეების მომზადების დონესა და მათ ნიჭს.

„დიდ მადლობას ვუხდით ლია გოგოლაძეს ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისთვის, ხოლო მოსწავლეებს - აქტიურობისა და სახელმწიფო ენისადმი სიყვარულის გამოვლენისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და მასწავლებლის შემოქმედებითი მიდგომები. 

იხილეთ ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3, ვიდეო4

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203