
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა გააცილა.
20 მაისს სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. გაიმართა გამოსაშვები ღონისძიება, რომელმაც მთელი სკოლა გააერთიანა.
„ჩვენს სკოლაში „ბოლო ზარი“ დაირეკა! ჩვენი კურსდამთავრებულებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და დაუვიწყარი დღე დადგა. ეს არის განსაკუთრებული ზღვარი, რომლის მიღმაც უზრუნველი სასკოლო წლები რჩება, წინ კი დიდი, ზრდასრული ცხოვრება იშლება.
ამ მნიშვნელოვანი მომენტის გასაზიარებლად მათ გვერდით იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მხარში ედგნენ: საყვარელი მასწავლებლები, ერთგული მეგობრები და, რა თქმა უნდა, აღელვებული მშობლები.
დღესასწაული ძალიან დასამახსოვრებელი და მუსიკალური გამოვიდა - სკოლის მოსწავლეებმა შესანიშნავი შემოქმედებითი ნომრები მოამზადეს. თუმცა, ალბათ ყველაზე თბილი და ამაღელვებელი მომენტი პირველკლასელების გამოსვლა იყო. პატარებმა გულწრფელად მიულოცეს უფროს მეგობრებს და სიმბოლურად გადაიბარეს მათგან სასკოლო ცხოვრების ესტაფეტა“, - გვიყვებიან ამ ლამაზი დღის შესახებ სკოლაში და კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავენ.
იხილეთ ფოტოები: