უდაბნოს საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები შთამბეჭდავი ღონისძიებით გააცილეს
22-05-2026

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლის მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დიდი ზეიმით დაირეკა. 

გაიმართა შთამბეჭდავი გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, რომელმაც მთელი სკოლა გააერთიანა და არაერთ სტუმარს უმასპინძლა. 

ტრადიციულად სურვილებითა და თბილი სიტყვებით აჭრელდა მოსწავლეთა თეთრი მაისურები. სააქტო დარბაზი კი გადაივსო მიწვეული სტუმრებით, რომელთა შორისაც იყვნენ ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლები, მოსწავლეთა მშობლები, საბავშვო ბაღის უფროსი ჯგუფის მასწავლებელი, მომავალ პირველკლასელებთან ერთად, რომლთაც ღონისძიებაზე საგანგებოდ ამ დღისთვის ნასწავლი ლექსები წაიკითხეს. მიწვეული იყო აგრეთვე მათი პირველი მასწავლებელი, ნაირა მურჯიკნელი, რომელიც ყვავილებითა და სპეციალური პრიზით დააჯიდლოვეს

ღონისძიებას უძღვებოდა მე-12 კლასელთა დამრიგებელი - მარიანა ხერგიანი, რომელმაც გულითადად მიულოცა მოსწავლეებს სკოლის დამთავრება და კეთილი სურვილები უსურვა.

პატრიოტული თემატიკის ლექსი წაიკითხა მე-12 კლასელმა ნიკა ნანსყანმა, ღონისძიებაზე შესრულდა  ქართული სიმღერები და როგორც ეროვნული, ისე ევროპული ცეკვები. ასევე გაიმართა სპეციალურად მომზადებული ვიდეოკოლაჟების ჩვენება. მაყურებელმა მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებიდამ მნიშვნელოვანი და სახალისო ეპიზოდები იხილა. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ჩართვები ემიგრანტი დედისა და ყოფილი კლასელისა.

მიიღეს გულითადი მილოცვა სკოლის დირექტორის, მოადგილისა და სხვა პედაგოგებისაგან.

მეთორმეტე კლასისგან საჩუქრები მიიღეს მომავალმა პირველკლასელებმა. აგრეთვე მეთორმეტე კლასის დამრიგებელმა სიმბოლური საჩუქრები აჩუქა კლასს.

ღონისძიების მიწურულს გაიჭრა საგანგებოდ შეკვეთილი ტორტი. ბოლოს კი კურსდამთავრებულები  ჯერ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსისაკენ, შემდეგ კი საგურამოსკენ გაემართნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203