
სკოლა „ჰელიოსის“ მე-5 კლასის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტით ფრანგული კულტურის ცენტრს ესტუმრნენ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ცენტრის მედიათეკა, გაეცნენ ფრანგულ ლიტერატურასა და კულტურასთან დაკავშირებულ მრავალფეროვან რესურსებს, დააკვირდნენ თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცის მუშაობას და მიიღეს საინტერესო ინფორმაცია ფრანგული ენისა და კულტურის შესახებ.
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ანიმაციური ფილმის ჩვენებამ, რომელმაც მოსწავლეებს არა მხოლოდ სასიამოვნო ემოციები აჩუქა, არამედ ფრანგული კულტურის უკეთ გაცნობის შესაძლებლობაც მისცა. ბავშვები ასევე ჩაერთნენ თემატურ თამაშებში.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები მედიათეკის მკითხველები გახდნენ და შესაბამისი ბარათებიც გადაეცათ.
დღის ბოლოს მათ ფრანგული კერძები დააგემოვნეს და სკოლას კმაყოფილები დაუბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: