სკოლა „ჰელიოსის“ მე-7 კლასელები, პროექტზე დაფუძნებული სწავლების ფარგლებში, თბილისის ბოტანიკურ ბაღის მცენარეთა მრავალფეროვნებას დააკვირდნენ
06-05-2026

სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი აქტივობა მოეწყო. 

მე-7 კლასის მოსწავლეები თბილისის ბოტანიკურ ბაღს სტუმრობდნენ. 

პროექტზე დაფუძნებული სწავლების ფარგლებში, მოსწავლეები უშუალოდ დააკვირდნენ მცენარეთა მრავალფეროვნებას და ბიოლოგიურ პროცესებს. 

როგორც სკოლაში გვებნებიან, ბოტანიკურ ბაღში ვიზიტი მე-7 კლასელებისთვის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო გამოცდილება აღმოჩნდა.

„მსგავსი პრაქტიკული აქტივობები ავითარებს კვლევით უნარებს, ზრდის სწავლის მოტივაციას და ხელს უწყობს გარემოსადმი პატივისცემის ჩამოყალიბებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და გასვლითი აქტივობის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203