უდაბნოს საჯარო სკოლ​ის მე-8 კლასელებმა ქართულ​ კინომუსიკას შთამბეჭდავი პრეზენტაცია მიუძღვნეს
01-05-2026

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლაში ქართული კინომუსიკის შესახებ საინტერესო და შთამბეჭდავი პრეზენტაცია გაიმართა. 

პრეზენტაცია მოამზადეს მერვე კლასის მოსწავლე გოგოებმა მუსიკის მასწავლებლის, ნათია საბაშვილის ხელმძღვანელობით.

შეხვედრაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც მუსიკა ასრულებს ქართულ კინოში. განხილული იყო, თუ როგორ ეხმარება კინომუსიკა ფილმის სიუჟეტის გადმოცემას, ემოციების გაძლიერებას და მაყურებლისთვის შესაბამისი განწყობის შექმნას.

მაგალითებად დასახელდა ცნობილი ქართული ფილმები, როგორიცაა: „მამლუქი“, ბაში-აჩუკი და „უძინართა მზე“, სადაც მუსიკა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

პრეზენტაცია გამოირჩეოდა ინფორმაციულობითა და თემისადმი ინტერესით, ხოლო მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს ქართული კინომუსიკის კულტურული და ემოციური მნიშვნელობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203