გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში სასკოლო საჭადრაკო ტურნირი ჩატარდა 
29-04-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში, ჭადრაკის მასწავლებლის - იური გონჩაროვის ხელმძღვანელობით, გაიმართა სასკოლო საჭადრაკო ტურნირი, რომელმაც გააერთიანა მოსწავლეები როგორც დაწყებითი, ისე უფროსი კლასებიდან.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ტურნირის მიზანი იყო ჭადრაკის პოპულარიზაცია, როგორც ლოგიკის, სტრატეგიული აზროვნებისა და მოთმინების განვითარების მძლავრი საშუალება. 

მოსწავლეები კონკურსში აქტიურად ჩაერთნენ, იაქტიურეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. დაძაბული ბრძოლის შედეგად ადგილები შემდეგნაირად განაწილდა:

დაწყებითი საფეხური:
 I ადგილი - პაველ გონჩაროვი;
 II ადგილი - მიასნიკ რაფაელიანი;
 III ადგილი - მკრტიჩ აირაპეტიანი.

უფროსი საფეხური:
 I ადგილი - ცოლაკ კურკჩიანი;
 II ადგილი - არტაშეს მარკოსიანი;
 III ადგილი - ვლადიმერ კუზნეცოვი.

ღონისძიების ბოლოს ყველა გამარჯვებული საზეიმოდ დაჯილდოვდა.

„ვამაყობთ თითოეული მონაწილით! ასეთ შეჯიბრში მონაწილეობა ჩვენი მოსწავლეების ინტელექტუალური განვითარებისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა ინტელექტუალურ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203