ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
რაღა თქმა უნდა, სკოლაში გამოეხმაურნენ წიგნის საერთაშორისო დღეს, რომელსაც მსოფლიო 23 აპრილს აღნიშნავს.
მოსწავლეებმა საინტერესო მოგზაურობა მოაწყვეს დამწერლობის ისტორიაში: უძველესი ფირფიტებიდან თანამედროვეობამდე. მათ მიღებული ცოდნა თავიანთ ნახატებში ასახეს. ღონისძიების მთავარი ნაწილი საყვარელი ლიტერატურული ნაწყვეტების კითხვა და „წიგნის რეკომენდაციების“ გაცვლა იყო - მოსწავლეები ერთმანეთს ურჩევდნენ ნაწარმოებებს, რომლებიც აუცილებლად უნდა წაიკითხონ და არჩევანსაც ასაბუთებდნენ.
„ეს ერთმანეთისთვის კითხვის სურვილის გაღვიძების შესანიშნავი გზაა!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
1995 წელს იუნესკოს გადაწყვეტილებით, 23 აპრილი მსოფლიო წიგნის და საავტორო უფლების დაცვის დღედ გამოცხადდა.