ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა თემატური გაკვეთილები, რომლებიც ეძღვნებოდა დედამიწის საერთაშორისო დღეს.
პირველიდან მეექვსე კლასის მოსწავლეებმა გაიგეს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი საერთო სახლის გაფრთხილება, როგორ ვიზრუნოთ სწორად ბუნებაზე და რატომ არის საჭირო ნარჩენების დახარისხება.
ბავშვებმა დახატეს პლანეტა, მონაწილეობა მიიღეს აქტივობებში და ერთმანეთსა და პედაგოგებს გაუზიარეს თავიანთი იდეები - თუ როგორ გავხადოთ გარემო უფრო მწვანე.
„ჩვენ ვამაყობთ იმით, თუ როგორი ენთუზიაზმით უდგებიან ჩვენი მოსწავლეები ეკოლოგიის საკითხებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან მასწავლებლებს საინტერესო გაკვეთილების ჩატარებისთვის, ხოლო ბავშვებს - აქტიური მონაწილეობისა და გულწრფელი ემოციებისთვის.
იხილეთ ფოტოები: