
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლაში დედაენის დღე კვირეულით აღინიშნა.
კვირეულმა არაერთი საგანმანათლებლო-შემოქმედებითი აქტივობა გააერთიანა.
მათ შორის, მოსწავლეებმა შექმნეს ბუკლეტი, სახელწოდებით - „მამული, ენა, სარწმუნოება“, გამოუშვეს გაზეთი, სახელწოდებით - „ვიმეტყველოთ სწორად“, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა ( მასწავლებლები დალი ჭიკაძე,როზა თავაძე) წარმოადგინეს პრეზენტაციები, სახელწოდებით - „ო, ენავ ჩემო“ და „რა ენა წახდეს“...
პრეზენტაციას ესწრებოდნენ მასწავლებლები, დირექციის წარმომადგენლები, ენების კათედრის წევრები, ბოლოს გაიმართა საინტერესო დისკუსია, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
იხილეთ ფოტოები: