
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ.
აღსანიშნავია, 16 აპრილს მე-8 კლასში ჩატარებული ქართული ლიტერატურის საჩვენებელი გაკვეთილი თემაზე - „მხატვრული გამონაგონი და ისტორიული სინამდვილე აკაკი წერეთლის „ბაში-აჩუკის“ მიხედვით“, რომელიც საინტერესო აქტივობებით გამოირჩა.
სასწავლო პროცესს მასწავლებელი როზა თავაძე ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს მე-17 საუკუნის კახეთის აჯანყების შესახებ, წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები ისტორიულ პირებზე, დაახასიათეს გამოგონილი პერსონაჟები.
გაკვეთილი საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა.
გაკვეთილს ესწრებოდნენ ენების კათედრის წარმომადგენლები.
იხილეთ ფოტოები: