უდაბნოს საჯარო სკოლის IV-V კლასის მოსწავლეებისთვის მე-8 კლასელმა მარიამ ყიფიანმა „ბულინგის“ თემაზე საინტერესო პრეზენტაცია ჩაატარა
07-04-2026

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო ინიციატივებით გამოირჩევიან.

​ახლახან, მე-8 კლასელმა მარიამ ყიფიანმა IV-V კლასის მოსწავლეებისთვის ჩაატარა საინფორმაციო და საგანმანათლებლო პრეზენტაცია თემაზე - „ბულინგი“.

პრეზენტაციის მიზანი იყო, მოსწავლეებისთვის მარტივ და გასაგებ ენაზე აეხსნა, რას ნიშნავს „ბულინგი“, როგორ შეიძლება მისი ამოცნობა და როგორ უნდა მოიქცნენ მსგავს სიტუაციებში.

პრეზენტაცია დაიწყო სიტყვა „ბულინგის“ განმარტებით და ხაზგასმით აღინიშნა, რომ „ბულინგი“ არის სხვისი განზრახ და განმეორებადი ჩაგვრა, შეურაცხყოფა ან დაშინება.

პრეზენტაციის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნაწარმოებს - „თევზი ხეზე“ და წიგნს - „ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება მოხდეს“. აღნიშნული ნაწარმოებების მაგალითებით მოსწავლეებმა უკეთ გაიაზრეს, როგორ შეიძლება ადამიანი გახდეს დაცინვისა და გაუგებრობის მსხვერპლი მხოლოდ იმის გამო, რომ განსხვავებულია.

აგრეთვე, მოსწავლეების თვითმმართველობის წარმომადგენელმა, ნინო გვარლიანმა, მოსწავლეებს პროექტორით თემატური ანიმაციები უჩვენა. პეზენტაცია კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა განიხილეს ვიდეოები. 

ეს ღონისძიება სკოლის ვიდეოთეკაში ჩატარდა. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ და გამოთქვეს საკუთარი აზრი „ბულინგის“ შესახებ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203