კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მე-3 კლასელთა პრაქტიკული სავარჯიშოებითა და მათემატიკური აღმოჩენებით სავსე სასწავლო პროცესი
03-04-2026

კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მე-3 კლასის მოსწავლეთა მათემატიკის გაკვეთილები სავსეა აღმოჩენებით. 

ახლახან, მესამე კლასის მოსწავლეებმა პრაქტიკული სავარჯიშოებით შეისწავლეს გაყოფისა და გამრავლების საიდუმლოებები. ბავშვებმა თამაშ-თამაშით დაასკვნეს, რომ ერთი და იგივე რაოდენობა შეიძლება სხვადასხვა რიცხვზე გაიყოს, ხოლო, თავად გაყოფა - გამრავლების შებრუნებული მოქმედებაა.

„მარტივად ათვისებული რთული მასალა და ბევრი ბედნიერი სახე - აი, ასეთია ჩვენთან მათემატიკის გაკვეთილი“,- აღნიშნავენ სკოლაში და სასწავლო პროცესის ამსახველ ფოტოებს გვიზიარებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203