
კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითი და იმავდროულად სახალისო და თავშესაქცევი გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
Vა კლასის მოსწავლეები ილუზიების მუზეუმს სტუმრობდნენ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ილუზიების მუზეუმის ექსპოზიცია, სადაც ვიზუალური ეფექტებისა და ფანტაზიის შერწყმას გაეცნენ.
მუზეუმში მიღებული შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა მოგვიანებით სკოლაში შეაჯამეს.
დისკუსიის დროს მათ ისაუბრეს კრეატიული აზროვნების მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება რეალობისა და წარმოსახვის დაკავშირება.
იხილეთ ფოტოები: