გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საჭადრაკო ტურნირის მუნიციპალურ ეტაპზე იასპარეზეს
30-03-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა, რომ იღებენ ხარისხიან ფორმალურ განათლებას, აქტიურად მონაწილეობენ არაფორმალური განათლების პროექტებში. 

მათ შორის, სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები აქტიურად შეუერთდნენ მესამე სასკოლო საჭადრაკო ტურნირს - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ და მუნიციპალურ ეტაპზე იასპარეზეს. 

ტურნირი ქალაქ ნინოწმინდაში გაიმართა და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები გააერთიანა. 

გორელოვკის N1 საჯარო სკოლიდან შეჯიბრებაზე წარდგნენ პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები:

  • მაქსიმ ბდოიანი;
  • მიასნიკ რაფაელიანი;
  • ვიქტორია სოკოლოვა;
  • შუშანიკ არაქელიანი.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ბავშვებისთვის ამ დონის ღონისძიებაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო.

გორელოვკის №1 საჯარო სკოლის ჭადრაკის მასწავლებლის, იური გონჩაროვის თქმით, ოლიმპიადაში მონაწილეობა ფასდაუდებელია მოსწავლეებისთვის, განსაკუთრებით პირველ და მეორეკლასელთათვის, რომლებიც ახლა იწყებენ გზას ჭადრაკში.

ჭადრაკი არ არის მხოლოდ თამაში, ის ლოგიკური აზროვნების, კონცენტრაციისა და ნებისყოფის განვითარების ინსტრუმენტია. მსგავსი ტურნირები ბავშვებს შეცდომების ანალიზს, წინსვლას ასწავლის და ეხმარება მათ, გახდნენ უფრო თავდაჯერებულნი როგორც სპორტში, ისე სწავლაში.

სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ორგანიზატორებს ღონისძიების ჩატარებისთვის, ხოლო პედაგოგ იური გონჩაროვს ბავშვების მომზადებისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203