„ინტელექტი და ლოგიკა“ - გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში მათემატიკური ვიქტორინა გაიმართა 
27-03-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა არა მხოლოდ მოსწავლეთა ხარისხიან საგნობრივ განათლებას, არამედ მათ ინტელექტუალურ და ანალიტიკურ განვითარებას. ამ მიმართულებით სასწავლო წლის მანძილზე სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

აღსანიშნავია, მათემატიკური ვიქტორინა თემაზე - „ინტელექტი და ლოგიკა“. 

ღონისძიების მიზანი იყო მათემატიკისადმი შემეცნებითი ინტერესის გაღრმავება, ლოგიკური აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარების ჩამოყალიბება. ვიქტორინა მიზნად ისახავდა სასწავლო პროგრამის განმტკიცებას თამაშის ფორმით და მოსწავლეთა შემოქმედებითი აქტივობის სტიმულირებას.

ღონისძიება შედგებოდა შემდეგი ეტაპებისგან:

  • წარდგენა: გუნდებმა წარმოადგინეს პლაკატები, დევიზები და ბეიჯები;
  • ინტელექტუალური შტურმი: კითხვა-პასუხი მათემატიკურ თემებზე;
  • მათემატიკური გარჩევა: პრაქტიკული ამოცანების ამოხსნა;
  • თამაში მაყურებელთან: გულშემატკივრების ჩართულობა;
  • კაპიტნების შეჯიბრი: ლიდერების ბრძოლა საუკეთესო შედეგისთვის.

საინტერესოდ წარიმართა ფინალური ნაწილიც -  დასასრულს ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით. სკოლის დირექტორმა მადლობა გადაუხადა მათემატიკის მასწავლებელს - ზოია სუხორუკოვას, გაწეული შრომისთვის და ღონისძიების ორგანიზებისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203