გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მე-8 კლასელებმა მრავალეტაპიანი კომპლექსური დავალება წარმატებით დაასრულეს
25-03-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ახლახან, რუსული ენის მასწავლებლის - იულია გონჩაროვას ხელმძღვანელობით, მე-8 კლასის მოსწავლეებმა წარმატებით დაასრულეს მრავალეტაპიანი კომპლექსური დავალება.

კომპლექსური დავალება მოიცავდა შემდეგ სავალდებულო ეტაპებს:

მოსამზადებელი ეტაპი: ავტორების შერჩევა და კვლევის ძირითადი კითხვების დასმა (იმ ეპოქის ანალიზი, რომელშიც მწერლები მოღვაწეობდნენ).

საინფორმაციო ეტაპი: ბიოგრაფიული ფაქტების დამოუკიდებელი ძიება და შერჩევა, მუშაობა ლიტერატურულ წყაროებთან.

ანალიტიკური ეტაპი: მწერლის ცხოვრების გზასა და მისი შემოქმედების ძირითად თემებს შორის კავშირის დადგენა.

შემოქმედებით-ტექნიკური ეტაპი: მოძიებული მასალის სტრუქტურირება და ფინალური ვიზუალური პრეზენტაციის გაფორმება.

პრეზენტაციის ეტაპი საჯარო გამოსვლა კლასის წინაშე, მასალის არგუმენტირებული წარდგენა და კითხვებზე პასუხის გაცემა.

როგორც სკოლაში გევუბნებიან, მოსწავლეებმა ულიანა კურბატოვამ, მილენა ბაბაჯანიანმა, ალიკ მნდლიანმა ,დავით გალოიანმა და დავით ტყემალაძემ ყველა ეტაპი წარმატებით გაიარეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203