
ნათია მელია აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელია, რომელიც მოწოდებულია ქვეყანას მომავალი მეცნიერები, ექიმები და უბრალოდ ღირსეული ადამიანები აღუზარდოს.
მისი თქმით, მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ ასწავლიდეს ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა - ზრდილობა, პატივისცემა, სამშობლოს სიყვარული...
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ნათია მელია პასუხობს.
- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...
- როცა სისტემატიურად ვუმოწმებ და ვუფასებ დამოუკიდებელ სამუშაოებს და საშინაო დავალებებს.
- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...
- პოზიტიური განმავითარებელი შეფასება და წახალისება (მადლობის სიგელი, დიპლომი), აღიარება.
- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...
- თავდაჯერებულობას, ზრდილობას, პატივისცემას, ემპათიას, სამშობლოს სიყვარულს, დროისა და ემოციის მართვას.
- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...
- უზიარებენ ერთმანეთს შინაგან განწყობას, არ ხდება ჩაკეტილობა, ეიმედებათ ერთმანეთი, ერთმანეთს აძლიერებენ.
- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...
- შემოგვაქვს პრაქტიკული აქტივობები, თემა არის მათ მიერ შერჩეული, თვითონ არიან ჩართული პროექტის დაგეგმვაში.
- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს...
- წაკითხულის გააზრების უნარი, ნებისყოფა, პასუხისმგებლობა.
- ჩემი პროფესიის არჩევანზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...
- ჩემმა პირველმა მასწავლებელმა, მერე დედამ, როგორც პედაგოგმა და დამრიგებელმა, მერე უკვე სკოლის დირექტორმა, რომელიც ისტორიის მასწავლებელი იყო და სულიერად გვძერწავდა. ყველა იყო ჩემთვის ავტორიტეტული მოდელი.