ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
აღსანიშნავია მე-7 კლასელთა ქართული ენის კომპლექსური დავალება თემაზე - „ჩემი მოგზაურობა“, რომელიც მოსწავლეებს პედაგოგმა - ლია გოგოლაძემ შესთავაზა და მე-7 კლასელებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დავალების მთავარი თემა იყო - „ჩემი მოგზაურობა თბილისში“.
მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმით გაუზიარეს ერთმანეთს დედაქალაქში მიღებული შთაბეჭდილებები.
პროექტის ფარგლებში ბავშვებმა ისაუბრეს:
პედაგოგის თქმით, მსგავსი კომპლექსური დავალებები ეხმარება მოსწავლეებს სახელმწიფო ენის უკეთ ათვისებაში, მეტყველების განვითარებასა და შემოქმედებითი უნარების გამოვლენაში.
იხილეთ ფოტოები: