გორელოვკის №1 საჯარო სკოლაში შიდასასკოლო საჩოგბურთო ტურნირი გაიმართა 
16-03-2026

ნინოწმიდის მუმიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის №1 საჯარო სკოლაში ჩატარდა შიდასასკოლო ტურნირი ჩოგბურთში. ტურნირის ორგანიზატორი და ხელმძღვანელი გახლდათ სპორტის მასწავლებელი - ალექსანდრე კალმიკოვი.

სკოლისთვის პრიორიტეტულია სპორტის განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია მოზარდებში. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეების ფიზიკურ გაძლიერებას, გუნდური სულისკვეთებისა და მოტივაციის ამაღლებას.

დაძაბული და საინტერესო ასპარეზობის შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

 I ადგილი: დავით გალოიანი (VIII კლასი);
 II ადგილი: ვლადიმერ კუზნეცოვი (XI კლასი);
 III ადგილი: დიმიტრი მიროშნიკოვი (XI კლასი).

გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ შესაბამისი მედლებითა და სიგელებით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203