გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღე კონცერტით აღინიშნა 
13-03-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საზეიმო კონცერტი გაიმართა.

ღონსძიებამ მთელი სკოლა გააერთიანა - საზეიმო სანახაობაში სხვდასხვა კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.  მათ მასწავლებლებსა და მშობლებს ლამაზი მუსიკალური ნომრები, ლექსები და ცეკვები მიუძღვნეს.

კონცერტი განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა: დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დედებს საკუთარი ხელით დამზადებული საჩუქრები გადასცეს.

უფროსკლასელებმა კი  სკოლაში მყოფ ყველა დედას ულამაზესი ყვავილები მიართვეს და დღესასწაული მიულოცეს.

ღონისძიებამ ძალიან თბილ და სიყვარულით სავსე გარემოში ჩაიარა.

იხილეთ ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3, ვიდეო4

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203