უდაბნოს საჯარო სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის საღამო ჩატარდა
02-03-2026

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლაში პოეზიამ იზეიმა. 

ენების კათედრის ინიციატივით, სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის საღამო ჩატარდა. 

ღონისძიებაში VI, VII, VIII კლასის მოსწავლეები (მასწავლებლები:დალი ჭიკაძე,როზა თავაძე) მონაწილეობდნენ. 

ღონისძიება შთამბეჭდავად წარიმართა. მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს გალაკტიონის შემოქმედებას,  ისმოდა მეფე-პოეტის მშვენიერი ჰანგები, დამსწრე მასწავლებლებმა წაიკითხეს თავიანთი საყვარელი ლექსები გალაკტიონის შემოქმედებიდან, რაც სიურპრიზი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203