„ბრბო და ადამიანი“ - უდაბნოს საჯარო სკოლის მე-8 კლასელთა საინტერესო პროექტ-გაკვეთილი 
23-02-2026

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო სასწავლო მეთოდებსა და სტრატეგიებს სთავაზობენ. 

აღსანიშნავია, 18 თებერვალს მე-8 კლასში ჩაატრებული პროექტ-გაკვეთილი თემაზე-  „ბრბო და ადამიანი“, რომელსაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი როზა თავაძე ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა შეისწავლეს გიორგი ლეონიძის „მარიტა“, მიხეილ ჯავახიშვილის - „ეშმაკის ქვა“, ნახეს ფილმები, გაეცნენ გუსტავ ლე-ბონის შეხედულებებს ბრბოს ფსიქოლოგიაზე, წარმოადგინეს პრეზენტაციები თემის გარშემო.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები საინტერესოდ საუბრობდნენ, ავლენდნენ პარალელებს თანამედროვეობასთან, სასიამოვნო იყო მათი მოსმენა, იყო ბევრი კითხვა, საინტერესო პასუხებით.

გაკვეთილს ესწრებოდნენ კათედრის წევრები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203