მეგობრობის ხიდი და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისკენ მიმართული შეხვედრა - გორელოვკის N1 და გორელოვკის N3 სკოლები ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ
23-02-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 და გორელოვკის N3 საჯარო სკოლის ხელმძღვანელობასა და პედკოლექტივს შორის მეგობრული შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრა თბილ გარემოში წარიმართა. სკოლების დირექციის წარმომადგენლებმა და პედაგოგებმა თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. სკოლების წარმომადგენლები გამოცდილების გაზიარებასა და სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისკენ ორიენტირებული ერთობლივი პროექტების დაგეგმვაზე შეთანხმდნენ.

მათი თქმით, ურთიერთთანამშრომლობა კიდევ უფრო წარმატებული ინიციატივების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203