გეზათის საჯარო სკოლის მოსწავლეები ფარმაცევტის პროფესიას გაეცნენ
06-02-2026

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან, ამ მიზნით კი არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ. 

ახლახან, სკოლის VII-X კლასების მოსწავლეები ფარმაცევტის პროფესიის გაცნობის მიზნით, PSP-ს სააფთიაქო ქსელის აბაშის ფილიალს ესტუმრნენ. 

გასვლით ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს სკოლის დირექტორმა - ნათელა კიკაბიძემ, ქიმიის მასწავლებელმა ნანა ძაძამიამ, კლასის დამრიგებლებმა - იზაბელა გაბუნიამ და სოფიო ჯიბლაძემ.

კომპანიის რეგიონალურმა მენეჯერმა, გელა გიგინეიშვილმა მოსწავლეებს გააცნო აფთიაქის
გარემო, ისაუბრა აფთიაქში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვასა და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად წამლების შენახვის პირობებზე. PSP-ს რეგიონალური წარმომადგენელმა მოსწავლეებს მოუთხო კომპანიის ისტორია და განვითარების გზა, გააცნო ფარმაცევტის პროფესია, აღნიშნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული საქმიანობა და რა როლი უჭირავს ადამიანი ჯანმრთელობაზე ზრუნვისას. მან ყურადღება გაამახვილა ამ პროფესიის ადამიანების ცოდნასა და პასუხისმგებლობაზე. 

 შეხვედრის დასასრულს კი მასპინძელმა მოსწავლეთა კითხვებს ამომწურავად უპასუხა. 

აღნიშნულმა შეხვედრამ დიდი მოწონება დაიმსახურა მოსწავლეებში.

მე-7 კლასის მოსწავლეები ასევე თემის - „პროცენტი“ ფარგლებში, აფთიაქში არსებულ ფასდაკლებებს გაეცნენ და გამოთვალეს პროცენტი, შეადგინეს შესაბამისი ამოცანები და მათემატიკის გაკვეთილზე (ხელმძღვანელი: მათემატიკის მასწავლებელი ნათელა კიკაბიძე) საინტერესო პრეზენტაციაც გამართეს.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203