
ჰელოუინის დღესასწაული კერძო სკოლა „ჰელიოსში“ განსაკუთრებულად მხიარულ და შემოქმედებით ატმოსფეროში აღინიშნა.
მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმით მოამზადეს ღონისძიება - თავად მოაწყვეს თემატური დეკორაციები და მოირგეს სხვადასხვა გმირისა თუ ზღაპრული პერსონაჟის კოსტიუმები.
სცენაზე შესრულდა ჰელოუინის თემაზე შერჩეული სიმღერები, რომლებმაც დღესასწაული კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა.
მოსწავლეებმა გამართეს მცირე პერფორმანსები და თეატრალური ეპიზოდები, სადაც მათ თავიანთი სამსახიობო და შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს.
„ჩვენს სკოლაში ყველაფერი ჯადოსნურ გარემოს ჰგავდა! პირველკლასელები აღფრთოვანებით შეხვდნენ ჰელოუინის დღეს -ზოგი პატარა ჯადოქარი იყო ზოგი კი კეთილი მონსტრი. დღის ბოლოს კი, ბავშვებმა ტკბილეულიც მიიღეს და გადაიღეს უამრავი სამახსოვრო ფოტო, ეს დღე ყველასთვის სიხარულითა და სიცილით სავსე იყო“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: