
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნა.
მოსწავლეებმა მასწავლებლებს პროფესიული დღესასწაული ღონისძიებით მიულოცეს.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ - შეასრულეს საცეკვაო და მუსიკალური ნომრები, წაიკითხეს ლექსები და საყვარელ მასწავლებლებს სიყვარული და პატივისცემა დაუდასტურეს.
ღონისძიების კულმინაციად იქცა მათ მიერ გადაღებული ვიდეორგოლის ჩვენება, რომელიც მასწავლებელთა ყოველდღიურობას ასახავს.
დღესასწაული არ არსებობს ყვავილების გარეშე, ამიტომ უფროსკლასელებმა პედაგოგებს ყვავილები მიართვეს და ეს ღირსშესანიშნავი დღე დიდი სიყვარულით მიულოცეს.
„ზეიმმა თბილ და მხიარულ გარემოში ჩაიარა“,- გვეუბნებიან სკოლაში და მადლობას უხდიან მოსწავლეებს დაუვიწყარი წუთებისა და ემოციებისთვის.
მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველ წელს ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს აღინიშნება.
იხილეთ-ვიდეომასალა: