გორელოვკის N1 საჯარო სკოლის​ პირველკლასელებმა ანბანის სწავლა ღონისძიებით დაიწყეს 
27-10-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

მოსწავლეთა პირველი საანბანო გაკვეთილი მეტად საინტერესოდ წარიმართა. ქართული ენის მასწავლებელმა- ნარგიზ პოდოსიანმა პატარებთან ერთად  შექმნა საინტერესო და შინაარსიანი სასწავლო რესურსები.

საზეიმო გაკვეთილი ღონისძიებაში გადაიზარდა. პატარებმა წამოაჩინეს წინასაანბანო პერიოდში შეძენილი ცოდნა და უნარ-ჩვევები და საზეიმო აქტივობებსაც წარმატებით გაართვეს თავი - იმღერეს, წაიკითხეს ლექსები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პირველკლასელთა მშობლები და სკოლის მასწავლებლები.

ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა პირველკლასელებს საჩუქრად გადასცა ასაწყობი ქართული ანბანი და საანბანო პერიოდის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცა. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

ბმული1

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203