
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო პროექტში, წარმოაჩენენ ცოდნას, ნიჭსა და შესაძლებლობებს და იძენენ ახალ გამოცდილებას.
მათ შორის, სკოლის მოსწავლეებმა „კინგსის“ ოლიმპიადის გაზაფხულის სეზონის სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს და დიპლომები დაიმსახურეს.
მოსწავლეებს წარმატების დამადასტურებელი ჯილდო 24 ოქტომბერს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.
დამრიგებლებმა - ნინელი ფარჯიანმა, სოფო გიბიშვილმა, ნათია ფიცხელაურმა, თამუნა ავალიანმა და ნათია საბაშვილმა მოწაფეებს წარმატებება დიდი სიხარულით მიულოცეს და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობა უსურვეს.
იხილეთ ფოტოები: