გეზათის საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნულ დღეს ლამაზი ღონისძიება მიეძღვნა 
24-10-2025

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „გმადლობთ მასწავლებელო“ გაიმართა.

ღონისძიებაში ჩართული იყვნენ, დაწყებითი და საბაზო სკოლის მოსწავლეები, დამრიგებლები: ირმა ჯიბლაძე, ზაირა რევაზიშვილი, ნინო მიქაუტაძე, ლოლა ქურასბედიანი, სოფიო ჯიბლაძე, მაია ხომერიკი, ქეთევან ვეკუა, გულისა კიზირია და ქართული ენისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრის წარმომადგენლები. 

მოსწავლეებმა მხატვრულად წარმოთქვეს მასწავლებლებისადმი მიძღვნილი სიტყვები, ლექსები.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო X კლასის მოსწავლის - ქრისტინე პაპავას წაკითხული ამერიკის  პრეზიდენტის აბრაამ ლინკოლნის წერილი - „შვილის მასწავლებელს“.

მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს მასწავლებლის როლსა და ამაგს და საყვარელ პედაგოგებს სიყვარული და პატივისცემა დაუდასტურეს. 

ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა მუსიკის მასწავლებელმა, გულისა კიზირიამ.

ღონისძიება შეაჯამა სკოლის დირექტორმა, ნათელა კიკაბიძემ. მან მადლობა გადაუხადა მასწავლებლებს სკოლის განვითარებისათვის გაწეული შრომისათვის.

მოსწავლეებს, მშობლებს (სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ნატო  ნიკოლეიშვილი) ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისათვის. სკოლის კურსდამთავრებულს - ლაშა ჯანგვველაძეს სკოლის მასწავლებლებისადმი დეკორატიული ნაკეთობის მიძღვნისათვის, მან ასევე სიამაყით აღნიშნა, რომ სკოლის მასწავლებლები - იზაბელა გაბუნია და ზაირა რევაზიშვილი განათლების მეცნიერებისა ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მიწვეულნი არიან მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე.

ღონისძიებამ სასკოლო საზოგადოების მაღალი შეფასება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203