
იმისთვის, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მისცენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლის პედაგოგები მრავალფეროვან სასწავლო მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ და ბავშვებს სასწავლო პროცესს უმრავალფეროვნებენ.
22 ოქტომბერს, უდაბნოს საჯარო სკოლის მე-10 კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა საჩვენებელი პროექტ-გაკვეთილი, რომლის თემა გახლდათ - „შუშანიკის წამება“- ქართული სიტყვიერების სათავეებთან.
სასწავლო პროცესს მასწავლებელი როზა თავაძე ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს ჩვენამდე მოღწეულ პირველ ორიგინალურ ნაწარმოებზე.
გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა, წამოიჭრა ბევრი საკითხი, სხვა ბევრთან ერთად, განსაკუთრებით აღსანიშნავია, კითხვა - თუ რატომ უნდა ისწავლოს თანამედროვე ადამიანმა მე-16 საუკუნის წინ დაწერილი თხზულება? გაკვეთილზე ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანია ნაწარმოებში, ავტორზე, მე-5 საუკუნის ქართლზე, ისტორიულ-ლიტერატურულ ღირებულებაზე, ჰაგიოგრაფიის ჟანრსა და მის მნიშვნელობაზე.
გაკვეთილს ესწრებოდნენ ენების კათედრის წარმომადგენლები.
იხილეთ ფოტოები: