გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დიდი ზარ-ზეიმით განახლდა
18-09-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლა სასწავლო წლის დაწყებას ზეიმით შეხვდა.

საზეიმოდ მოწყობილ სკოლის ეზოში შეიკრიბნენ მოსწავლეები მასწავლებლები და მშობლები. სასწავლო წლის დაწყება სასკოლო საზოგადოებას მიულოცა სკოლის დირექტორმა ტატიანა კარევამ.

ქალბატონმა ტატიანამ პირველკლასელებს გადასცა ბუკები და სამახსოვრო საჩუქრები. მოსწავლეებს მიესალმა და წარმატებები უსურვა პირველი კლასის დამრიგებელი გალინა კამიკოვა.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს ცეკვები.

ზეიმს განსაკუთრებული მხიარულება შემატა მოსწავლეთა საყვარელი ზღაპრის გმირის - „დათუნიას“ გამოჩენამ.

ღონისძიების ბოლოს მშობლების სახელით სკოლის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა მოსწავლის მშობელმა ვალენტინა ბდოიანმა. მან აღნიშნა რომ ეს ლამაზი დღე პატარებს დიდხანს ემახსოვრებათ.

აღსანიშნავია, რომ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, სწორედ ამის ნათელი მაგალითია მოსწავლეთა საზეიმო მიღებაც. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203