
კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეთა ხარისხიანი განათლების საფუძველი მასწავლებელთა პროფესიონალიზმი და უნიკალური სასწავლო მეთოდოლოგია, მოტივირება და მომავალი თაობსი თანამედროვე გამოწვევებისთვის მომზადებაა.
როგორც სკოლა „ჰელიოსში“ აღნიშნავენ, მოსწავლეები საგნობრივ განათლებას პირველივე კლასიდან იღებენ.
„გიფიქრია რა არის საუკეთესო განათლების გასაღები?
ჩვენ გვჯერა, რომ წარმატება საძირკვლიდან იწყება. ამიტომ, ჩვენი სასწავლო მეთოდოლოგია უნიკალურია: პირველივე კლასიდან ჩვენი მოსწავლეები იღებენ საგნობრივ განათლებას. ეს ნიშნავს, რომ დაწყებით კლასში მათ არ ჰყავთ მხოლოდ ერთი მასწავლებელი. თითოეულ საგანს თავისი კონკრეტული დარგის სპეციალისტი ასწავლის.
საგნობრივი სწავლების უპირატესობები დაწყებით კლასებში:
ეს მიდგომა თქვენს შვილს განსაკუთრებულ უპირატესობებს სძენს:
პროფესიონალიზმი და ხარისხი: ყველა მასწავლებელი თავისი საქმის ოსტატია. ისინი ფლობენ უახლეს სასწავლო მეთოდებს და სიღრმისეულად იცნობენ თავიანთ საგანს, რაც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის სწავლებას.
სიღრმისეული ცოდნა და ინტერესის გაღვივება: საგნის სპეციალისტს შეუძლია ბავშვს მასალა ისე მიაწოდოს, რომ ინტერესი გაუღვივოს და საგნისადმი სიყვარული გაუჩინოს.
მზადება მომავლისთვის: ეს მიდგომა მოსწავლეებს ეხმარება, რომ ადვილად მოერგონ სასწავლო გარემოს და განივითარონ ადაპტაციის უნარი, რაც მათ მომავალში უმაღლეს სასწავლებლებში გადასვლისას ძალიან გამოადგებათ.
ჩვენი მიზანია, თითოეული მოსწავლე აღვზარდოთ როგორც ანალიტიკურად მოაზროვნე, ცნობისმოყვარე და წარმატებული ადამიანი. სწორედ ამიტომ, ჩვენი სასწავლო მოდელი განსხვავებულია.
გააკეთეთ სწორი არჩევანი თქვენი შვილის მომავლისთვის! დაგვიკავშირდი და გაიგე მეტი ჩვენი უპირატესობების შესახებ!“, - ვკითხულობთ სკოლის განცხადებაში.