„გვიპოვე რუკაზე, შემოგვიარე და გაიზიარე ჩვენი ხედვა!“- კერძო სკოლა „ჰელიოსი“  მშობლებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას იწვევს
05-09-2025

კერძო სკოლა „ჰელიოსი“ მშობლებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას შესაძლებლობას აძლევს, მარტივად მოძებნონ სკოლა, გაიგონ მეტი მისი საგანმანათლებლო ხედვის შესახებ და პირადად გაეცნონ იმ გარემოს, სადაც ბავშვების უნიკალური პოტენციალი ყოველდღიურად ყალიბდება. 

„სკოლა ჰელიოსი - ადგილი სადაც ყოველი მოსწავლე ყალიბდება ჯანსაღ, წიგნიერ, ანალიტიკურად მოაზროვნე პიროვნებად. სადაც თავისუფალი აზროვნება ხვდება მაღალ სტანდარტებს, ხოლო ცოდნა გარდაიქმნება რეალურ უნარებად.

ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ მოსწავლეების მომზადება, ჩვენთვის პრიორიტეტულია აღვზარდოთ მოტივირებული ინდივიდები, რომლებიც მზად არიან ნებისმიერი გამოწვევისთვის და საერთაშორისო დონის განათლებისთვის.

ჩვენთვის ყოველი მოსწავლე არის უნიკალური პოტენციალი, ყოველი დღე კი, ახალი შესაძლებლობა.

გვიპოვე რუკაზე https://url-shortener.me/43PR შემოგვიარე და გაიზიარე ჩვენი ხედვა!

აღმაშენებლის გამზირი 95ა (მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორია)“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელელებულ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203