
არაფორმალური გარემო და რეალურ ცხოვრებაში სწავლება ახალისებს სასწავლო პროცესს, ამიტომ კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პედაგოგები ხშირად მიმართავენ ექსკურიებს, როგორც სასწავლო მეთოდს.
ექსკურსიებით განსაკუთრებით დატვირთული იყო სასწავლო წლის მიწურული.
მათ შორის, IIბ კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს ვარიანში.
მოსწავლეებმა მოისმინეს „დედა ენის“ შემქმნელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის დეტალები და ისტორია.
მოსწავლეებმა ცოდნა გაიმდიდრეს, ბევრი ახალი ინფორმაცია შეიტყვეს და სკოლაში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დახუნძლულნი დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: