გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ჯავახეთის უნიკალურ ბუნებრივ სიმდიდრეს გაეცნენ
01-07-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ეკოსაგანმანათლებლო გასვლითი ღონისძიება მოეწყო. 

სკოლის მოსწავლეებმა მოინახულეს ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი. ეს ვიზიტი იყო ძალიან საინტერესო და შემეცნებითი. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ უშუალოდ გაცნობოდნენ ჯავახეთის უნიკალურ ბუნებრივ სიმდიდრეებს, გაეღრმავებინათ ცოდნა გარემოს დაცვაზე და მეტი შეესწავლათ ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების მნიშვნელობის შესახებ.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ცენტრის თანამშრომლების პროფესიონალიზმი,  მოტივირებული მიდგომა ახალგაზრდებთან ურთიერთობისას დიდად საინტერესო იყო როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის.

„იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ ბევრ საგანმანათლებლო და გარემოსდაცვით პროექტში ერთად მივიღებთ მონაწილეობას“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203